არ იციან თუ არ ამბობენ? - რიყის გასაიდუმლოებული პროექტი

20.07.26 20:34
არ იციან თუ არ ამბობენ? - რიყის გასაიდუმლოებული პროექტი

"მაქრო ქონსთრაქშენში", რომელის საკუთრებაც რიყის პარკის ნაწილი და იტალიელი არქიტექტორის პროექტით აშენებული საკონცერტო დარბაზი გახდა, არ ამბობენ, რის აშენებას აპირებენ დოქების ადგილას. მერიამ ნგრევის ნებართვა გასცა, მაგრამ ახალი პროექტი არათუ არ შეუთანხმებია, მფლობელს არც კი შეუტანია. დღეს კომპანიის ოფისში იმის გასარკვევად მივედით, თუ არსებობს პროექტი ან კონცეფცია მაინც, რა უნდა იყოს დედაქალაქის შუაგულში. 

"მაქრო ქონსთრაქშენის" ოფისი, მათივე ახალი მშენებლობის ტერიტორიაზეა, რიყის დოქების მფლობელი კომპანია, აეროპორტის გზატკეცილზე შინაგან საქმეთა სამინსიტროს გვერდით ახალ კორპუსებს აშენებს. რადგან ოფისში პასუხები არ აქვთ, ამიტომ ცხელ ხაზზე ვცდილობთ იმის გარკვევას, რას უპირებენ რიკის პარკის ნაწილს, რომელიც მათი საკუთრება გახდა. 

"პირველების" კითხვებს არ უპასუხა არც თურქი ბიზნესმენის, ემინ უჩარის წარმომადგენელმა, რომელიც დოკუმენტებს აწერს ხელს. "რიყე დომს მაქრო ფროფერთი" ფლობს, ამ კომპანიას "მაქრო ქონსთრაქშენი", რომელიც სრულად ემინ უჩარს ეკუთვნის. ის ნახიჩევანში გამდიდრებული თურქი ბიზნესმენია, რომლის აზერბაიჯანელ დიქტატორთან კავშირების შესახებ "აი ფაქტი" წლების წინ წერდა. ჩნდება კითხვა, როგორ იყიდა თბილისის ცენტრში, რიყის პარკის ტერიტორია ინვესტორმა ისე, რომ წინასწარი პროექტი არ აქვს?

დეტალებით ლიკა ჯანყარაშვილი