საქართველო რუსი ტურისტების იმედად - როგორია სტატისტიკა
საქართველომ წინა წელთან შედარებით უფრო ნაკლები ტურისტი მოიზიდა. წინა წელთან შედარებით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც - ვინც ქვეყანაში დიდხანს არ რჩება და საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში გადის. ვის იმედზეა ტურისტული სექტორი - ოფიცლური მონაცემები, რაც დღეს გასაჯაროვდა, აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოდის, მეორე ადგილზეა - თურქეთი და მას სომხეთი მოყვება.
ამ 15-ეულში ევროკავშირის მხოლოდ 2 სახელმწიფოა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის - მეათე ადგილზეა გერმანია, მეთერთმეტეზე პოლონეთი. ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი 15-ეულში ისევ ვერ მოხვდნენ, არადა როგორც წესი აღმოსაველთ ევროპის ბაზარი საქართველოსთვის საინტერესოა. ტურისტების რაოდენობა შემცირდა ირანიდან და ისრაელიდანაც. რუსი ტურისტების იმედზე დარჩენა, ქართულ ტურიზმის არ წაადგება - ეს არის შეფასება. რადგან რუსი ტურისტები ევროპელებისგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებს ხარჯავენ მოგზაურობაში. ევროპელი და დიდი ბრიტანელი ტურისტი, საშუალოდ, საქართველოში რუს ტურისტზე 4-ჯერ მეტ ფულს ხარჯავს.
შემცირებული ტურისტების ნაკადის ფონზე შემცირდა შემოსავლებიც - ბოლო სამ თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ეკონომისტებისთვის ამის გამომწვევი მიზეზი არასწორად დაგეგმილი ტურისტული სეზონია.