თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტს სატვირთო ამწე დაეჯახა - ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

21.07.26 10:10
თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტს სატვირთო ამწე დაეჯახა - ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

 

 

თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტს სატვირთო ამწე დაეჯახა და დააზიანა - ვიდეოში, რომელსაც მოქალაქეები ავრცელებნ ჩანს, რომ ჩამსხვრეულია 321 ნომერი ავტობუსის მინები, ასევე შენგრეულია გარე ფასადი. 

მუნიციპალური ავტობუსიდან სასწრაფოდ განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მგზავრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები