ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა - ვინ არიან დელეგაციაშიში?
ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კობახიძე სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.
დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრაც, რომლის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება.