პროკურორი არ გამორიცხავს, რომ რუსი ქალი ტურისტების მიმართაც დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი
თელავის რაიონულ სასამართლოში სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული კაცის პროცესი იწყება - სხდომას მოსამართლე თამარ კაპანაძე წუთი-წუთზე გახსნის. გიორგი ჭიღლაძე გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან უკვე ეტაპირებულია სასამართლოში.
დღეს საქმის პროკურორმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბრალდება გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაოს მოითხოვს.
ასევე პროკურორმა დღეს მედიას უთხრა, რომ თუ გამოძიების პროცესში რუსი ტურისტების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გამოიკვეთება, ამას პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
მოთხოვნილია გირაო 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო უზრუნველყოფით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მათ შორის ფაქტის უშუალო თვითმხილველი პირების გამოკითხვები, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე გამოთხოვილია და საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია სხვადასხვა ფაქტის ამსახველი ჩანაწერი. ამ ეტყაპზე გამოძიებით დადგენილია ბრლდებულისგან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენსი ფაქტი.
ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის აღნიშნული ქალბატონების მიმართაც გამოძიების მიმდინარეობისას თუ გამოიკვეთება რაიმე ქმედების ჩადენა -ეს იქნება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კატეგორიიის, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებს პროკურორი.
რა მოხდა 18 ივლისს?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა.