"ვნანობ, რაც მოხდა" - კახეთის სასტუმროში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გათავისუფლდა

21.07.26 11:42
"ვნანობ, რაც მოხდა" - კახეთის სასტუმროში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გათავისუფლდა

 

 

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

მას აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი, მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

როგორც ადგილიდან "პირველების" კოორესპოდენტი იტყობინება, პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ "ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა". 

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ბრალდებულს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

"პირველების" ინფორმაციით, სასტუმრო „აგარანის მამულმა" სადაც დაპირისპირება მოხდა,  გირაოს თანხის გადახდაზე მზაობა გაქმოთქვა.

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. 

მსგავსი სიახლეები