პროკურორის თქმით, ინციდენტში მონაწილე რუსი ქალების მიმართ "ამ ეტაპზე ქვეყნიდან გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის"

21.07.26 13:00
პროკურორის თქმით, ინციდენტში მონაწილე რუსი ქალების მიმართ "ამ ეტაპზე ქვეყნიდან გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის"

 

 

თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსი ქალების მიმართ ამ ეტაპზე ქვეყნიდან გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ბექა ნათელაურმა განაცხადა. 

"პირველების" კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში, თუ ქალებს დატოვებული ექნებათ საქართველო და მათი ბრალეულობა გამოიკვეთა, როგორ აპირებს მოქმედებას პროკურატურა? - სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა:  "თუ დადგინდება ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მოხდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა". 

მიმდინარეობს გამოძიება, აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, იკითხებიან მონაწილე პირები, გამოძიების პროცესში გამოკვეთილ თითოეულ ფაქტს ექნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა პროკურორმაა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ რუსი ტურისტი ქალების ჩვენებები ერთმანეთის იდენტური არ არის  და ისინი გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან - "პირველებმა" ამის შესახებ პროკურორს დაზუსტება სთხოვა: 

შინაარსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს".- განაცხადა ბექა ნათელაურმა 

"პირველების" ჟურნალისტნმა სახელმწიფო მბრალმდებელს ასევე ჰკითხა - დადგენილია თუ არა იმ პირის ვინაობა, ვინც გიორგი  ჭიღლაძეს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა: 

ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პროკურორმა. 

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

მას აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი, მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

როგორც ადგილიდან "პირველების" კოორესპოდენტი იტყობინება, პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ "ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა". 

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. 

მსგავსი სიახლეები