ირაკლი აბესაძე: თბილისის დატბორვის მიზეზი კორუფცია და არასწორი ურბანული პოლიტიკაა
ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის დატბორვას ეკონომისტი ირაკლი აბესაძეთბილისის მერიის ურბანულ პოლიტიკასა და კორუფციას უკავშირებს. აბესაძე აცხადებს, რომ ქალაქში ყოველი საშუალო ნალექის დროს შექმნილი პრობლემები გაუაზრებელი მშენებლობების, სანიაღვრე სისტემების არასათანადო მოვლისა და საბიუჯეტო თანხების არაეფექტიანი ხარჯვის შედეგია.
უპასუხისმგებლო მერის სულელურ განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, სინამდვილეში, იმაში, რომ ქალაქი ნებისმიერი საშუალო ნალექის დროს იტბორება, ამაში მთავარი დამნაშავე არის ის აბსოლუტურად გაუაზრებელი ურბანული პოლიტიკა, რომელსაც კალაძე ახორციელებს, როდესაც შეუსაბამო ადგილებში შეუსაბამო მასშტაბის მშენებლობები ხორციელდება, როდესაც, აფქტობრივად, ჩაბეტონებულია მთელი ქალაქი დამეორე, ის კორუფცია, რომელიც ჭამს მილიონებს, რომელიც უნდა ხმარდებოდეს ერთი - არსებული სანიაღვრეების მოვლა-პატრონობას, ხედავთ, რომ ნებისმიერი ნალექის დროს ეს სანიღავრეები გაჭედილია. ანუ თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მანდ ფული, უბრალოდ, იპარება და არანაირი გაწმენდითი სამუშაოები და მიმდინარე მოვლა-პატრონობა სანიაღვრეების არ ხდება და ის ათეულობით მილიონი ლარი, ასევე გაფლანგული და ხშირ შემთხვევაში, რომელიც მოპარულია, რომელიც ხმარდება ახალი სანიაღვრეების მოწყობას. ეს არის არაკომპეტენტურობა და რაც მთავარია, კორუფცია და ფულის პარვა არის მთავარი დამნაშავე იმაში, რომ ნებისმიერი წვიმის დროს ჩვენ შიშში გვიწევს საკუთარი ფანჯრებიდან ყურება დედაქალაქის ქუჩების, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ძლიერმა წვიმამ გუშინ ღამით თბილისი კვლავ დატბორა. წყლით დაიფარა ქუჩები, შეფერხდა მოძრაობა, გაჩერდა ავტობუსები და ავტომობილები. ყველაზე რთული ვითარება დიდი დიღმის, სოფელ დიღმის, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ერისთავის ქუჩაზე შეიქმნა. მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, ხოლო თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.