ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა

21.07.26 13:48
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა - მათ გარდა, დაჯარიმებულია კრიპტოვალუტის ბაზარზე მომუშავე კიდევ 11 პროვაიდერი.

ფულადი სანქცირების მიზეზი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის  კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა გახდა.

  • ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში კომპანიებმა დაარღვიეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და სამსახურისთვის წარდგენას არეგულირებს.

ირაკლი სესიაშვილის კომპანიას შპს „უნოტრონს“ დარღვევის 3 ფაქტი გამოუვლინდა და 9 000 ლარით იქნა დაჯარიმებული. ხოლო შპს “ვაითბით ჯორჯია”, რომლის 30% სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, 20% ლაშა პაპაშვილს, ხოლო 50% უკრაინის მოქალაქის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაა - 3 000 ლარით დააჯარდა.

კომპანია "უნოტრონში" მისულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს, ადგილზე უმტკიცებენ, რომ დაჯარიმების შესახებ ინფრომაცია არასწორია. 

 

ანალოგიურს გვპასუხოს სატელეფონო საუბარში კომპანიის მფლობელი, ირაკლი სესიაშვილიც ."ვინ დაასანქცირა, რეებს ამბობთ" - აცხადებს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი.

"პირველები" დაუკავშირდა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილსაც, თუმცა მან სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა. 

დაჯარიმებული კომპანიების ჩამონათვალი:

  1. შპს „ბიტანიკა“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი) კომპანიის წილის 100%-ს დიჯი კაპიტალი ფლობს, რომელიც თავის მხრივ გიორგი კაპანაძის საკუთრებაა. დირექტორი კი ვახტანგ ჭითანავაა;
  2. შპს „ბეთქეივ“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). კომპანია ემ ჯეი ფინტეკ-ის საკუთრებაა, რომლის წილის 100%-ს გიორგი მაისურაძე ფლობს და თავადაა დირექტორიც;
  3. შპს ბიტარი 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი) კომპანია ვახტანგ გელაშვილის საკუთრებაა, დირექტორის პოზიციას კი მარიამ სილაგაძე იკავებს.
  4. შპს „ფეიბით ჯორჯია“ - 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). კომპანიის 50%-ს გიორგი ბიჭიკაშვილი ფლობს, 50%-ს კი ირაკლი სიჭინავა და თავადაა დირექტორიც;
  5. შპს „სტელექსი“ 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის მესაკუთრე მარგარიტა ჯიშკარიანია, დირექტორი კი ლაშა სვანიძე;
  6. შპს „მატიო“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი რატი მესხიშვილია;
  7. შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“ - 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის წილის 17%-ს ნიკა ყოლბაია ფლობს, 83%-ს ეგზაჯორჯია, რომელიც დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა;
  8. შპს „სპორტ ექსჩეინჯი“ - 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). კომპანიის წილის 100%-ს ვალოდია ვერულაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე პაატა ვერულაშილია;
  9. შპს “ვაითბით ჯორჯია” - კომპანია ეროვნულმა ბანკმა 3 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის 30% სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, 20% ლაშა პაპაშვილს, ხოლო 50% უკრაინის მოქალაქის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაა.
  10. “დიჯიტალ მარკეტს სოლუშენსი” - ჯარიმა სხვადასხვა დარღვევებისთვის 9 000 ლარია. კომპანია კი საფრანგეთის მოქალაქის სედრიკ რაშედის საკუთრებაა;
  11. შპს „უნოტრონ“ - 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). კომპანიის წილის 100%-ს ყოფილი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მიშელი ივანიძეა;
  12. შპს კრიპტო ჩენჯ ბათუმი - კომპანია დარღვევის რამდენიმე ფაქტისთვის ჯამში 9 000 ლარით დაჯარიმდა. მფლობელი ანაიტ ქთოიანია, დირექტორი კი სოფლიო კვირკველია;
  13. შპს “დიჯითალ პლათფორმ“ - 3 000 ლარით დაჯარიმდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას შპს დიჯიტალ სისტემსი ფლობს, რომლის წილის 44%-ის მესაკუთრე გიორგი დაუშვილია, 25%-ს რევაზ ლაშქარავა, 12%-ს თინათინ კვინტრაძე, 10%-ს ზურაბი ჩომახაშვილი ხოლო 9%-ს გიორგი თუშურაშვილი.

მსგავსი სიახლეები