"თავისუფლების ხმა ციხიდან" - პატიმრების მშობლები ქობულეთში ჩავიდნენ და გაზეთები დაარიგეს

21.07.26 15:10
"თავისუფლების ხმა ციხიდან" - პატიმრების მშობლები ქობულეთში ჩავიდნენ და გაზეთები დაარიგეს

"თავისუფლების ხმა ციხიდან" - ამ სახელწოდებით გაზეთები დღეს პროევროპულ აქციაზე დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში დაარიგეს. ეს პატიმრების ოჯახის წევრების რიგით 42-ე გასვლაა რეგიონებში.

მშობლები შეხვდნენ ადგილობრივებსაც და მათი ოჯახის წევრების უკანონო პატიმრობის ამბები უამბეს. მშობლები დღეს ურეკში ჩასვლასაც გეგმავენ.

"ეს არის ჩვენი 42-ე გასვლა. რომ მოვიაროთ ყველა რეგიონი და მივაწვდინოთ პატიმრების "თავისუფლების ხმა" ხალხს. ყველამ უნდა გაიგოს ჩვენი პატიმრების და ქვეყნის სიდუხჭირის შესახებ. არ გავჩერდებით, კიდევ ბევრს ვივლით, რომ თავისუფლება მოვიპოვოთ", - აცხადებს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.