შშმ ბავშვის დედა შიმშილობას იწყებს - თამარ იარაჯული ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს
შშმ ბავშვის დედა, თამარ იარაჯული, შიმშილობას იწყებს და ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს. მისი განცხადებით, ექიმები მის შვილს დაგეგმილი ოპერაციის წინ სედაციის ჩატარებას სთავაზობენ, რასაც ის ეწინააღმდეგება.
მშობელი, რომელსაც აუტისტური სპექტრის უმცროსი შვილი ჰყვავს, მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს არღვევს და გაეროს შესაბამის კონვენციას ეწინააღმდეგება. მისი მთავარი მოთხოვნაა, სამინისტრომ წარმოადგინოს საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც აუტიზმის მქონე პაციენტის მიმართ სედაციის გამოყენების აუცილებლობას დაასაბუთებს.
თამარ იარაჯული ასევე კითხულობს, რატომ არ ხდება მისი შვილის გადამისამართება ისეთ კლინიკაში, რომელსაც აუტიზმის მქონე პაციენტების უსაფრთხო ქირურგიული და პოსტოპერაციული მართვის გამოცდილება აქვს.
ახალი რაღაცა კანონი მიიღო სახელმწიფომ, რომ აიკრძალოს მოკლე პერიოდში საზღვარგარეთ მკურნალობები კვლევები. ყველა ჯერზე ახალი ექიმი მეუბნებოდა, რომ ორკვირიანი ვადა სჭირდებოდა იმისთვის, რომ შედეგი დაედო. მოკლედ, ამასობაშ ბავშვი ძალიან დამძიმდა, მიიყენა ხელახალი დაზიანება. კონსილიუმი შედგა გუშინ და გამაცნეს პასუხი, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ქირურგიული ჩარევა თუ ამ ორ კვირაშიც შედეგი არ ექნება ამ ახალ მედიკამენტს, ოღონდ ორი კვირა იქნებ დამეწვინა საავადმყოფოში და ჰყოლოდათ ძილის რეჟიმში, სედაცია. ანუ სედაცია არის ძალიან მოკლე ვადიანი გამოსაყენებელი პროცედურა, დაბმა და სედაცია ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა რესურსი ამოწურა ექიმმა. აქ არ მომხდარა არანაირი სხვა საცდელი მექანიზმით ჩაერთოთ ან საცდელი სერვისები ჩაერთოთ და პირდაპირ იყო ასეთი საუბარი, რომ ბავშვი გამეთიშა, ბავში, რომელიც არის მედიკამენტ კუმირაზე და მისი რეანიმაცია არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ ბაქტერიებით არის ჩვენი რეანიმაციები სავსე და ფილტვში რომ ბაქტერია გადაუვიდეს, შვილი დამეღუპება. სედაციის გამო სულ რამდენიმე თვის უკან იღუპებოდა ამ ქვეყანაში გიორგი, რომელიც აი, ამ ტერიტორიაზე, არ მითქვამს და პირადად მე გადავარჩინე. გაგებინებთ სათითაოდ პასუხს იმაზე, რაზეც აწამებთ უკვე 15 წელია დაბადებიდან ჩემს შვილს, - ამბობს თამარ იარაჯული.
ცნობილია, რომ თამარ იარაჯულმა რეაგირების თხოვნით სახალხო დამცველსაც მიმართა.