კრიპტო-პროვაიდერების სკანდალი - როგორ მალავდნენ „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები საეჭვო ტრანზაქციებს
თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე კრიპტოვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის ერთ-ერთი ბიზნესია. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სესიაშვილი კრიპტობიზნესში გადავიდა და ანალოგიურ ცენტრებს საქართველოს სამ ქალაქში ფლობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ მისი კომპანია „უნოტრონი“ ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა.
კომპანია არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა დარღვევები გამოავლინა ეროვნულმა ბანკმა და რის საფუძველზე დაეკისრა სანქცია.
შპს „უნოტრონის“ 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი სესიაშვილია. კომპანიის დირექტორი კი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა სანქცია ფულის გათეთრების რისკებს და როგორ აფასებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის კომპანიის გარდა სხვა კრიპტოკომპანიებიც დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის შესახებ კანონის დარღვევისთვის სანქცია დაეკისრა ძმები პაპაშვილების კომპანია WhiteBIT Georgia-საც. კომპანიას, რომელიც ბიზნესმენ გიორგი პაპაშვილს უკავშირდება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.