ინციდენტი კახეთის სასტუმროში - რა ხდებოდა გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესზე
ძმის ქორწილში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული გიორგი ჭიღლაძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეცვალა. სხდომაზე ჭიღლაძემ განაცხადა, რომ მომხდარს ნანობს.
გიორგი ჭიღლაძის გირაოს „აგარანის მამულის“ ადმინისტრაცია გადაიხდის. ქორწილს დაახლოებით 150 სტუმარი ესწრებოდა. მათი თქმით, ინციდენტის დასაწყისში, როდესაც რუსეთის მოქალაქეებმა ფანჯრიდან სტუმრებს აფურთხებდნენ, დახმარებისთვის ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათი შეფასებით, დროული რეაგირება არ ყოფილა.
იურისტების განცხადებით, საქმეში გამოკითხული რუსეთის ხუთი მოქალაქე ქალი განსხვავებულ ჩვენებებს აძლევს და მათი მონათხრობი ერთმანეთთან სრულად არ ემთხვევა.
ამასთან, საქმის პროკურორმა ვერ უპასუხა კითხვას, დადგება თუ არა დღის წესრიგში რუსეთის მოქალაქეების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხიც. თავად გიორგი ჭიღლაძე ამტკიცებს, რომ ფიზიკური დაზიანებები სწორედ ერთ-ერთმა ქალმა მიაყენა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.