სად ქრებიან მიკედლებული ძაღლები საქართველოში?
სად ქრებიან მიკედლებული ძაღლები საქართველოში? უკვე რამდენიმე თვეა, ცხოველთა დამცველებსა და მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ ქუჩიდან აყვანილი ცხოველები თავშესაფრებში ყოველთვის არ გადაჰყავთ. ისინი ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვენ. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის ძაღლები ჰყავდათ შეფარებული, მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
მათი შეფასებით, საქართველოში უკონტროლო გამრავლების შედეგად მიუსაფარი ძაღლებისა და კატების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც მათ აყვანას შეძლებენ.
ორგანიზაციების განცხადებით, პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მიუსაფარი ცხოველების სრულფასოვან აღრიცხვასა და სტერილიზაცია-კასტრაციის ჰუმანური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული პროგრამების გაფართოებით არის შესაძლებელი. მათი თქმით, სწორედ ეს არის ერთადერთი ეფექტიანი გზა როგორც ცხოველთა პოპულაციის კონტროლისთვის, ისე მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.