ნატა ვიბლიანის გამოკითხვა დასრულდა - რას ამბობს ადვოკატი
34 წლის შემდეგ გახმაურებული მძიმე ისტორია სამართლებრივ ეტაპზე გადავიდა. პოლიციამ უკვე გამოკითხა ქალი, რომელიც აცხადებს, რომ 9 წლის ასაკიდან წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ნატა ვიბლიანის დისტანციური დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მისმა ადვოკატმა პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამომძიებლებს დღეს მამის გარდაცვალების ეპიზოდის შესახებაც მოუყვა. როგორ ცუფლებადამცველი ამბობს, ნატა ვიბლიანს აღნიშნულთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვის ნიშნები აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მამამისი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ნატა ვიბლიანის გამოკითხვა ხვალაც გაგრძელდება. სწორედ ხვალ მისცემს გამომძებლებს ის ჩვენებას მისი გაუპატიურების საქმეზე.
პოლონეთის საელჩოს ადმინისტრაციული შენობის დახურვიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ დღევანდელი საგამოძიებო მოქმედება დღეის მდგომარეობით შეგვეჩერებინა. დღევანდელი საგამოძიებო მოქმედება გაგრძელდება ხვალ, მთელი დღე იქნება გამოყოფიული და არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ გვექნება და დავასრულებთ ხვალ გამოკითხვას.
ნატა ვიბლიანის ისტორია არის ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი და ბუნებრივია, დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ... არ მივსულვართ გაუპატიურების მუხლამდე. ჩვენ ჯერ განვიხილავდით და ქალბატონი ნატა ვიბლიანი საუბრობდა მამის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. ნატა ვიბლიანი საუბრობდა თუ როგორ უცნაურ გარემოშია მამა გარდაცვლილი. ასევე არც იმას გამორიცხავს, რომ მამა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.
ნატა ვიბლიანი ხვალ საგამოძიებო მოქმედებისას დეტალურად ისაუბრებს 9 წლის ასაკში მის მიმართ როგორ ახორციელებდნენ საზარელ დანაშაულს, კერძოდ, როგორ აუპატიურებდნენ მას. გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდი არსებობს. მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი მოკლეს სამშობიაროში დაბადებისთანავე. დანარჩენი უკვე გამოძიების საკითხია. არავინ არ არის დაკავებული ნატა ვიბლიანის საქმეზე, თუმცა გამოკითხულია საკმაოდ ბევრი ადამიანი, - ამბობს მარიამ ბარსონიძე.
ემიგრანტი ნატა ვიბლიანი ამტკიცებს, რომ გაუპატიურებისა და მრავალწლიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი საქმის გამოძიება ამჟამად აქტიურ ფაზაშია. „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.