ნატა ვიბლიანის ადვოკატი კიდევ უფრო მძიმე დანაშაულების გახმაურებას აანონსებს
ნატა ვიბლიანი ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ამბობს, რომ ხვალინდელ გამოკითხვაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმაზე მეტის თქმა აპირებს, ვიდრე აქამდე საზოგადოებისთვის უთქვამს.
როგორც ვიბლიანის ინტერესების დამცველი “რეაქციაში“ ამბობს, მათ ჯერ არ აქვთ წვდომა იმ მტკიცებულებებთან, რაც გამოძიებას უკვე აქვს მოპოვებული, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაზარალებულად არ არის ცნობილი.
როდესაც ნატა გამოიკითხება და არაერთ პირას ამხელს ამ არაადამიანურ, საშინელ დანაშულებში, მე მხოლოდ და მხოლოდ გაუპატიურებაზე არ მაქვს საუბარი, ძალიან მალე საზოგადოება შეიტყობს ასევე რთულად მოსასმენ ინფორმაციებს, არაერთი დანაშულია, არა მარტო გაუპატიურება, მკვლელობასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ჩაცხრილვასთან. სტრატეგიულად მივყვებით, ეტაპობრივად, ამ გამოკითხვის შემდეგ გვაქვს იმედი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად იქნება დაზარალებულად ცნობილი, - განაცხადა ადვოკატმა.
- 34 წლის შემდეგ გახმაურებული მძიმე ისტორია სამართლებრივ ეტაპზე გადავიდა. პოლიციამ უკვე გამოკითხა ქალი, რომელიც აცხადებს, რომ 9 წლის ასაკიდან წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ნატა ვიბლიანის დისტანციური დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამოკითხვა ხვალაც გაგრძელდება. სწორედ ხვალ მისცემს გამომძებლებს ის ჩვენებას მისი გაუპატიურების საქმეზე.
- ემიგრანტი ნატა ვიბლიანი ამტკიცებს, რომ გაუპატიურებისა და მრავალწლიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი საქმის გამოძიება ამჟამად აქტიურ ფაზაშია. „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.