რონი მესხს მივწერე სმს-ი, ეს კაცი დაეოკებინათ, მან არაფერი მიპასუხა - სოფია სიგუა

21.07.26 23:14
რონი მესხს მივწერე სმს-ი, ეს კაცი დაეოკებინათ, მან არაფერი მიპასუხა - სოფია სიგუა

პოლიციის ექსმაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ყოფილი ცოლი ამბობს, რომ მან პირდად მიწერა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, მათ შორის რონი მესხს, “რომ მისი ყოფილი ქმარი იყო შემაკავებლიანი ადამიანი, რომელიც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა“.

“ყველამ გაიგო, ძალიან ზევით რანგმაც კი, მე თვითონ მქონდა მათთან კონტაქტი, რომ ეს კაცი დაეოკებინათ“,- ამბობს ის. 

როგორც ის ამბობს, რონი მესხს მისთვის არაფერი უპასუხია და არც ამ მიწერილს მოყოლია რეაგირება.

სოფია სიგუა გადაცემა “რეაქციაში“ კიდევ ერთხელ ჰყვება, ძალადობის ფაქტებზე და ხაზს უსვამს იმას, როგორ ცდილობდა ყოფილი ქმრისგან თავი დაეცვა.

როცა ჩაერთვნენ მაღალჩინოსნები, დაჟინებით, კონტრაქტით, ა.შ. მოითხოვეს, რომ მე შემაკავებელი გამეუქმებინა, თუმცა, მან 40 დღე შემაკავებელით დეტექტივების სამმართველოს უფროსად იმუშავა. ის ასაჩივრებდა, მიდიოდა პროცესები, რომ გაუქმებულიყო, თუმცა, მე დოკუმენტი დავწერე, მოვუწერე ხელი, რომ მე დიახ, გავდივარ, დავშორდით და კარგად ბრძანდებოდე, მოსამართლის თანაშემწე სისტემატურად მირეკავდა და მეკითხებოდა - რატომ არ მოდიხარ. მე მას ავუხსენი, რომ არ მინდა, დაე, იყოს ეს ადამიანი იქ, ოღონდ ჩემ გარეშე, მისთვის პრიორიტეტი სამსახურია, მიხვდება, რომ ბეწვის ხიდზე გადის და ახლა მაინც შემეშვება. მე ამაში ვიგრძენი იმედი, რადგან ყველამ გაიგო, ძალიან ზევით რანგმაც კი, მე თვითონ მქონდა მასთან კონტაქტი, რომ ეს კაცი დაეოკებინათ. ეს იყო რონი მესხი, მე მას მივწერე სმს, მან არაფერი მიპასუხა, თუმცა, მგონია, ვიმედოვნებ, რომ მასაც ეგონა, ეს ყველაფერი დამშვიდდებოდა. 21 თებერვლის მოვლენებზე მან უკვე გაიგო. მე თვითონ მივწერე მას და არა მარტო მე თვითონ, ეს იყო შემაკავებლიანი ადამიანი, რომელიც დიდ პოსტზე მუშაობდა, - ამბობს სოფია სიგუა.

მისივე თქმით, ამ ამბების შემდეგ “დაიწყო ახალი კასკადი, ეს იყო მისგან ორგანიზებული დევნა და შევიწროვება.“

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული ზედამხედველობის გაუქმებაზე უარი უთხრა. 

რა ვიცით ძალადობის საქმეზე? 

4 ივლისს  სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.

საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.