ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.