"დღეს გაუპატიურების საკითხზე გადავალთ" - ნატა ვიბლიანი "პირველებთან" ყვება, რა ინფორმაცია მიაწოდა გუშინ გამოძიებას

22.07.26 11:08
"დღეს გაუპატიურების საკითხზე გადავალთ" - ნატა ვიბლიანი "პირველებთან" ყვება, რა ინფორმაცია მიაწოდა გუშინ გამოძიებას

 

 

წლების შემდეგ რეზონანსულ საქმეზე დაწყებული გამოძიება, დღეს ნატა ვიბლიანის დაკითხვით გაგრძელდება - ემიგრანტი ქალი დღეს დაასახელებს იმ მამაკაცების ვინაობას, ვინც მისი თქმით, სკოლის ასაკში აუპატიურებდა.

როგორც ნატა ვიბლიანი "პირველებს" უყვება, გუშინ გამომძებლებს მამის უცნაურ გარემოებაში სიკვდილთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

დღეს უკვე გაუპატიურების საკითხზე გადავალთ - ამბობს ვიბლიანი. 

ორ საათნახევარი მოვანდომეთ მამის გარდაცვალების საკითხს და ჯერ დასრულებული არ გვაქვს, იმდენი უცნაური გარემოებაა მამაჩემის სიკვდილთან დაკავშირებით, ამას ალბათ გამოძება დაადგენს. უცნაურ გარემოებაში გარდაიცვალა ჩემი მამიკო - არავინ არ იცის მოკლეს თუ თავი მოიკლა. თუ თავი მოიკლა მიზეზი რა არის არვიცით. თუ გაუვარდა , ასე როგორ გაუვარდა. ყველა ინფრომაციას მივაწოდებ, რაც მახსსოვს. გადავალთ უკვე კერძოდ გაუპატიურების საკითხზე", - ამბობს ნატა ვიბლიანი.  

ემიგრანტი ქალის ადვოკატები გამოძებისგან მაქსიმალურ შედეგს ელოდებიან. 

ეს დანაშაული თუ არა, მაშ რა უნდა გამოვიძიონ?  - ამბობს ადვოკატი მარიამ ბარსონიძე.

დღეს ნატა ვიბლიანი ისაუბრებს თითოეულ იმ დეტალზე, რასაც აქამდე ხაზს უსვამდა საზოგადოებსი წინაშე. ყველა დეტალს მიმოვიხილავთ მასთან ერთად საგამოძიებო ორგანოში და ის ისაუბრებს დეტალურად სამწუხარო ფაქტებთან დაკავშირებით - კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო 9 წლის, როდესაც მას აუპატიურებდნენ და ეს არი იყო ერთი და ორი შემთხვევა, რამდენიმე ეპიზოდს აქვს ადგილი. რაც შეეხება  ჩვენს მოთხოვნას საგამოძიებო ორგანოსადმი - ეს დანაშაული თუ არა, მაშ რა უნდა გამოვიძიონ? შესაბამისად, მაქსიმალურ შედეგს ველოდებით აუცილებადლ", - აცხადებს მარიამ ბარსონიძე. 

  • 34 წლის შემდეგ გახმაურებული მძიმე ისტორია სამართლებრივ ეტაპზე გადავიდა. პოლიციამ გუშინ გამოკითხა ქალი, რომელიც აცხადებს, რომ 9 წლის ასაკიდან წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება. 
  • ემიგრანტი ნატა ვიბლიანი ამბობს რომ გაუპატიურებისა და მრავალწლიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი საქმის გამოძიება ამჟამად აქტიურ ფაზაშია.
  • „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.

 

მსგავსი სიახლეები