თბილისში მშენებლობის ქვაბულის ტერიტორიიდან მიწა ჩამოიშალა - ხალხი საფრთხეებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს

22.07.26 11:39
თბილისში მშენებლობის ქვაბულის ტერიტორიიდან მიწა ჩამოიშალა - ხალხი საფრთხეებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს

თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად ლუბლიანას 50 ნომერში, სამშენებლო ქვაბულის ტერიტორიიდან მიწა ჩამოიშალა - ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს.

ხალხი აღნიშნულ მშენებლობას დიდი ხანია აპროტესტებს, რადგან მათი თქმით, საფრთხე ახლომდებარე შენობებსაც ემუქრება. მოქალაქეების თქმით, რაც აღნიშნული მრავალსართულიანი მშენებლობისთვის საძირკველი გათხარეს, ნაპრალები გაჩნდა, მათ შორის გზაზეც. 

ძლიერი წვიმი დროს დაიწყო ჩამოშლა. ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა. უკვე ღამის ორი საათი იყო და ხმაზე გაგვეღვიძა. რაც საძირკველი გათხარეს, მას შემდეგ გაჩნდა ნაპრალები. ნაპრალები იზრდება და ყოველ დღე უფრო საშიშროება არის. აქ მშენებლობა თავიდან იყო დაწყებული, შეაჩერეს, მერე გავაკეთეთ ხელმოწერები და გვინდოდა, რომ შეჩერებულ მშენებლობაზე გაეგრძელებია და სკვერი გაეკეთებიათ. მერე არ ვიცი რა მოხდა, აიღეს ისევ ნებართვა და გააგრძელეს", - ამბობს ადგილობრივი. 

ცოტა ხნის წინ ადგფილიზე თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებაც ტერიტორია დაასურათეს და ზედაპირული დათვალიერების შემდეგ განმარტეს, რომ ტერიტორია სრულად გამოსაკვლევია.

მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლის თქმით, მშენებლობის ფერდები მხოლოდ ნაწილობრივ არი გამაგრებული და შესაძლოა სწორედ ამას გამოეწვია მიწის ჩამოშლა. გარდა ამისა წყალი დგას ქვაბულში, რომელიც ამოსატუმბია. 

მერიის სამსახურში ვმუშაობ, ჩემმა პირადმა უფროსმა დამავალა, რომ სასწრაფდო გამოვსულიყავი და დამეთვალიერებია ეს ადგილი, მერე ვიმსჯელებთ ამაზე. დავასურათე დიახ, ინფორმაციას ვაწვდი ჩემს უფროსს, მერე ადგილზე ვიმსჯელებთ კვლევები იქნება ჩასატარებელი თუ სხვა სამუშაოები. წყალი დგას ქვაბულში, ჩამოშლილია ფერდები, ნაწილობრივი გამაგრულია, ნაწილობრივ რომ არ არის გამაგრებული, ამიტომ შეიძლებოდა ჩამოშლილიყო. ეს ბზარები შესაძლეებლია სწორედ ამ მშენებლობიდან გამომდინარე იყოს გამოწვეული", - ამბობს "პირველებთან" თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომელი. 

შეგახსენებთ, რომ, ასევე თვის დასაწყისსში, თბილისში უხვი ნალექის შედეგად, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე მიწა ჩამოიშალა.  

 

მსგავსი სიახლეები