აქტივისტი ბადრი შუბლაძე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეზე დაწერილი კომენტარის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს
აქტივისტი ბადრი შუბლაძე, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეზე დაწერილი პოსტის გამო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
ჩემს კომენტარში მას ღორი ვუწოდე, რომ ის არაქართველია, რომ ის „ღრუზინიც“ არ არის, ის არის პირწავარდნილი „ღრუსი“ - თქვა მედიასთან შუბლაძემ.
- საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
ჩემს კომენტარში მას ღორი ვუწოდე, რომ ის არაქართველია, რომ ის „ღრუზინიც“ არ არის, ის არის პირწავარდნილი „ღრუსი“. მგონია, რომ ჯაღმაიძისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ღორი უფრო შეურაცხყოფილია, რომ ჯაღმაიძის გვერდით ვახსენე, არ შეიძლება სამღვდელოების წარმომადგენელი მილიონერი იყოს და უსაშველო ქონებას ფლობდეს.
ერთი კვირის ვადა მომცეს და არ ვიცი 1 კვირაში პენსიონერმა, რომელსაც პენსია 500 ლარი მაქვს, როგორ უნდა მოვაგროვო?“,- განაცხადა ბადრი შუბლაძემ.