ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა - ოპოზიცია პროცესს ფარსს უწოდებს
ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა. ოპოზიციის ინფორმაციით, შტატების რაოდენობა 103-დან 95-მდე შემცირდა. ოპტიმიზაციის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში ექვსი თანამშრომლიდან მხოლოდ სამი დარჩა, შემცირება კი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ სამსახურებსაც შეეხო.
ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით დაწყებული რეორგანიზაციის მიუხედავად, ოზურგეთის მერმა მატერიალურ-ტექნიკურ სამსახურში დამატებითი შტატი შექმნა. მათი შეფასებით, რეორგანიზაცია მხოლოდ ფორმალური პროცესი იყო და რეალურად არასასურველი თანამშრომლების გათავისუფლებას ემსახურებოდა.
სადაც ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით არის, ოზურგეთის ე.წ. მერმა ჩათალა, რომ ეს ასე არ არის და სწორედ ამ ორი სამსახურიდან გაათავისუფლა ადამიანები, მაგრამ დამატებითი შტატი დაამატა მატერიალური უზრუნველყოფის კუთხით, ანუ მათი კომფორტის მიმართულებას რაც შეეხება და მათი კომფორტი ვინც უნდა უზრუნველყოს, იქ მეტი ხალხი სჭირდებათდ ა სავარაუდოდ, აქამდე როგორც დაიწყო და მთელი მისი საძმაკაცო და საძმაკაცოს ცოლები დაასაქმა, ასევე გააგრძელებს ამ მიმართულებით და ამ დროს 2012 წლამდე ვინც კი ენმ-ში იყო, რომ გადახედოთ, ყველანი დასაქმებული ჰყავთ, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.