ნატა ვიბლიანი ჩვენებას აძლევს - ქალი, რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, გამომძიებლების კითხვებს პასუხობს
ნატა ვიბლიანი ჩვენებას აძლევს - ქალი რომელიც ამბობს, რომ 9 წლიდან აუპატიურებდნენ, უკვე ერთ საათზე მეტია, რაც ემიგრაციიდან დისტანიცურად პასუხობს ქართველი გამომძიებლების კითხვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაადგინოს, ვინ არიან ის პირები, ვინც წლების განმავლობაში, სავარაუდოდ აუპატიურებდნენ ცხრა წლის გოგონას.
ადვოკატების თქმით, სწორედ ამ პირებსი სახელებს და გვარებს დაასახელებს დღეს ნატა ვიბლიანი.
ულფებადამცველი ამბობს, რომ გამოკითხვის პროცესი დღეს საღამომდე გაგრძელდება.
დღეს გავაგრძელებთ მის გამოკითხვას. ასე კონკრეტულად არ შემიძლია გითხრათ, რაზე ისაუბრებს ან რაზე არ ისაუბრებს. დღეს გვაქვს მთელი დღე გამოყოფილი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ დროს იმისთვის, რომ ყველა დეტალი, მის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები განვიხილოთ. დაასახელებს კონკრეტულად "სახელებს და გვარებს, ვის მიმართაც უნდა იწარმოოს გამოძიება და შემდგომ მართლმსაჯულების განხორციელების ნაწილში საგამოძიებო ორგანოს ხელი შვეუწყოთ ამ კუთხით.
შვილთან დაკავშირებით ნატას საერთოდ აინტერესებს, რა მოხდა - ცოცხალია, გარდაცვლილია, მოკლულია? - ძალიან ბევრი კითხვა აქვს ამასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად არ არის გარკვეული ნატა ვიბლიანის მამა თვითმკვლელობამდე არის მიყვანილი თუ მოკლულია და ბუნებრივია ამ თემასთან დაკავშირებითაც გვაქვს შეკითხვები", თქვა გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ადვოკატმა მარიამ ბარსონიძემ.
- "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა 30 ადამიანი. გამომძიებლები შევიდნენ იმ სახლებიც კი, სადაც სავარაუდო დანაშაული ხდებოდა.
გამოკითხული არის პედოფილიაში მხილებული კაცი, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები.
ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ახლა 59 წლისაა - თუ ნატა ვიბლიანს დავეყრდნობით, დანაშაული ჩხვიმიანმა 25 წლის ასაკში ჩაიდინა. წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ პედოფილიაში მხილებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს.
ემიგრანტი ქალი ჰყვება, რომ მინიმუმ 6 წელი ცხოვრობდა სექსუალური ძალადობის და მუქარის ქვეშ.
მისივე თქმით, კაცი მას სიციცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. ქალის მონაყოლის მიხედვით, ბაშიაჩუკ ჩხვიმიანმა ის ცხენზე გამოაბა და რამდენიმე მეტრი ათრია.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ სისტემატიური სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის ასაკში დაორსულდა - საავადმყოფო, სადაც ბავშვმა იმშობიარა, ზუგდიდში აღარ არსებობს, ამიტომ ახლა რთულია არქივებში იმის დადგენა, რა ბედი ეწია ჩვილს - გააშვილეს თუ დაიღუპა.
მსგავსი სიახლეები
ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას - მედიის ადვოკატირების კოალიცია
"სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშაა"