ვახო სანაია დააკავეს - ჟურნალისტს ხელბორკილები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაადეს
ვახო სანაია დააკავეს - ჟურნალისტს სამართალდამცველებმა ხელბორკილები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაადეს. ტელეწამყვანი ამ წუთებში იზოლატორში გადაჰყავთ.
როგორც მან დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს.
„არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე საკუთარი სიტყვის თავისუფლებას შევზღუდავ”, - განაცხადა სანაიამ.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, დღეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.