საქართველოში ვაქცინირებულებისთვის ქვეყანაში შემოსვლისას PCR ტესტი აღარ იქნება საჭირო

24.11.21 14:17
საქართველოში ვაქცინირებულებისთვის ქვეყანაში შემოსვლისას PCR ტესტი აღარ იქნება საჭირო

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში სახმელეთო გზით ბრუნდებიან და სამშობლოში არიან ვაქცინირებული, საზღვარზე PCR ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ. შესაბამისი გადაწყვეტილება  საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან", - თქვა გიორგი ღიბრაძემ.