საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს - ევროპარლამენტარი ვახო სანაიას პატიმრობაზე

22.07.26 12:59
საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს - ევროპარლამენტარი ვახო სანაიას პატიმრობაზე

საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს - ასე ეხმაურება ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობაში გაშვებას სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი.

ეს აჩვენებს, თუ რომელ მხარეს მდებარეობს დღევანდელი საქართველო: ევროპის ავტორიტარულ ნაწილში - წერს გალერი. 

„ფორმულა ტვ“-ის ჟურნალისტს, ვახო სანაიას, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტისთვის 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მას გაცილებით მაღალი სასჯელი მიესაჯა, ეს არ არის დამამშვიდებელი, მაგრამ ეს აჩვენებს, თუ რომელ მხარეს მდებარეობს დღევანდელი საქართველო: ევროპის ავტორიტარულ ნაწილში. საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს", - წერს გალერი. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები