არ გავჩუმდები - ვახო სანაია ბიძინა ივანიშვილს
არ გავჩუმდები, ტყუილად გაქვთ ამის ილუზია - ასე მიმართა ვახო სანაიამ ბიძინა ივანიშვილს მანამდ, სანამ მას სამართალდამცველები ხელბორკილებს დაადებდნენ და იზილატორში გადაიყვანდნენ.
14 დღით პატიმრობაში გაშვებული ჟურნალისტი ამბობს, რომ რომ გამოვა იზოლატორიდან ისევ გააგრძელებს თავისი აზრის გამოთქმას.
მე მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია რას დაწერენ ამ თავის გადაწყვეტილებაში - მე იქიდან გამოვალ და ისევ გავაგრძელებ ჩემი აზრის გამოთქმას. გამოხატვსი თავისუფლება ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი. როგროც მიდნა, რა ფორმითაც მინდა, რამდენჯერაც მიდნა იმდენჯერ დავწერ, სულ არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილია ივანიშვილის მიმართაც, საზოგადოების მიმართაც, რომ არ გავჩუმდები. ტყუილად აქვთ ამის ილუზია", - განაცხადა ვახო სანაიამ.
ვახო სანაია დააკავეს - ჟურნალისტს სამართალდამცველებმა ხელბორკილები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაადეს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მსგავსი სიახლეები
ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას - მედიის ადვოკატირების კოალიცია
"სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშაა"