"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები სტიქიით დაზარალებულ სოფელ ლაფანყურში ჩავიდნენ და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

22.07.26 13:42
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები სტიქიით დაზარალებულ სოფელ ლაფანყურში ჩავიდნენ და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. პარტიის გენერალური მდივანი ამჯერად სტიქიით დაზარალებულ სოფელ ლაფანყურში იმყოფებოდა. ძლიერი ქარიშხლის შედეგად 40-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე მხოლოდ ბრეზენტები გადასცეს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა და სრულყოფილი დახმარებაც არ მიუღიათ.

პარტია ადგილობრივ ხელისუფლებას დაზარალებული ოჯახების დაუყოვნებლივ დახმარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დაზიანებულ სახლებში ცხოვრება საფრთხის შემცველია.

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ,რ აც მოვიდნენ, დაასურათეს, ჰპირდებიან მოქალაქეებს, რომ თითქოსდა და დაეხმარებიან რეაბილიტაციაში, მაგრამ ეს აქამდე არის ტყუილი, იმიტომ, რომ თელავის საკრებულოს ბიუჯეტში არც ცვლილებებია წარმოდგენილი, არც შესაბამისი ბიუჯეტი და მოქალაქეები არიან გაუსაძლის პირობებში. წვიმები ანადგურებენ ყოველდღიურად მათი ათწლეულობით ნაშენებ სახლებს, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და ჩვენი კოალიცია "ლელო- ძლიერი საქართველო" იქნება მათ გვერდზე და ხელისუფლება უნდა გავხადოთ იძულებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს 40-მდე სახლის, ოჯახის მხარდაჭერადა დახმარება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.