სანაიას მეუღლე: შოკისმომგვრელია - "ფეისბუქზე" დაწერილი სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს ვახოა
ჟურნალისტ, ვახო სანაიას მეუღლე, თამარ ყურაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას "შოკისმომგვრელს" უწოდებს და ამბობს, რომ მისი ქმარი პირველი ადამიანია ვინც "ფეისბუქზე" დაწერილი სტატუსის გამო დააპატიმრეს.
ძალიან გაგვიჭირდება მის გარეშე. მე ყველანაირად ვიზიარებ ვახოს პოზიციას, მხარს ვუჭერ მას ამ პროცესში, ამ ბრძოლაში. ჩემს თვალწინ პირველად მოხდა მისი დაკავება, წინა დაკავებისას საქართველოში არ ვიყავი. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა მოხდა.
„ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო პირველი ადამიანი დააკავეს და ეს ვახოა, ეს ძალიან შოკისმომგვრელია“, - აღნიშნა თამარ ყურაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.