ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას - მედიის ადვოკატირების კოალიცია

22.07.26 14:11
ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას - მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს ტელეკომპანია Formula • ფორმულას ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას და მას "რეპრესიულოად" აფასებს. 

გავრცელებულ განცხადებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია წერს, რომ სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია Formula • ფორმულა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას. 
22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობია შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმავე მიზეზით ჟურნალისტის 6 000 ლარით დაჯარიმება. 
“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება.22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობია შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმავე მიზეზით ჟურნალისტის 6 000 ლარით დაჯარიმება. 
“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება".- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.