ეს არის ვახო სანაიას პერსონალური დასჯა - ეკა კვესიტაძე

22.07.26 14:56
ეს არის ვახო სანაიას პერსონალური დასჯა - ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძის განცხადებით, ვახო სანაიასთვის 14 დღიანი პატიმრობის შეფარდება ტელეწამყვანის პერსონალური დასჯაა.  

როგორც კვესიტაძემ ვახო სანაიას სახლთან განაცხადა, "ოცნებას" გაბედული ადამიანები აშინებს და მათ დაუმორჩილებლობის გამო სჯის. 

ეს იყო ვახოს დასჯა პერსონალურად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი და გაბედული ადამიანის დასჯა, იმიტომ, რომ ვახო ამას მართლა აკეთებს, როგორც დაუმორჩილებლობის აქტს. არაფერი არ არსებობს საერთოდ, რომელსაც ეს მანიაკალური დიქტატორული რეჟიმი არ გადალახავს. მეგობრებო, ყველა კარზე დააკაკუნებს ეს რეჟიმი", - აცხადებს ეკა კვესიტაძე. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები