სიტყვის გამო ჟურნალისტის ციხეში გაშვება პუტინისტური ხელწერაა - ნოდარ მელაძე
სიტყვის გამო ჟურნალისტის ციხეში გაშვება პუტინისტური ხელწერაა - ასე ეხმაურება ვახო სანაიას 14 წლიანი პატიმრობის განაჩენს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.
ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ჟურნლისტის ციხეში გაშვებით ახლა საზოგადოებაში "ტოტალური მდუმარების" დასაგურებას ცდილობენ.
ცდილობენ რიგით მოქალაქეში გაჩნდეს აღქმა, რომ თუ ჟურნალისტ სიტყვის გამო დაიჭირეს, მე რას მიზამენ - ამბობს ნოდარ მელაძე.
სიტყვის გამო ჟურნალისტის ციხეში გაშვება არის ტიპიური რუსული, პუტინისტური ხელწერის შემოტანა საქართველოში. ამას აქვს ერთი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტად დააშინონ საზოგადოება, არა მხოლოდ ჟურნალისტებზე ვლაპარაკობ, ყველა რიგითი მოქალაქე, რომ როდესაც მერიის მიერ ცუდად გაცემული სამშენებლო ნებართვის გამო ადამიანს სახლ-კარი თავზე ჩამოენგრევა, გაჩუმდეს შეეგუოს და ხმა ვერ ამოიღოს. როდესაც უკანონოდ დააკავებენ ადამიანს და ციხეში ჩასვამენ შეკერილი საქმით, გაჩუმდეს, შეეგუოს და ხმა ვერ ამოიღოს. ამ ყველაფრის მიზანი არის ეს - საზოგადოებაში დაისადგუროს ტოტალურმა მდუმარებამ. ვახო სანაიაც შემთხვევით შერჩეული არ იყო. სწორედ ამიტომ იყო, რომ რიგით მოქალაქეში გაუჩნდეს აღქმა, რომ იცი რა ჟურნალისტი, კრიტიკულად განწყობილი, თავისუფალი მედიის წარმომადგენელი, თუ სიტყვის გამო დაიჭირეს, მე რას მიზამენ - ზუსტად ამაზე არის გათვლილი. ერთი-ერთში პუტინისტური ხელწერა, რაც ხდებოდა რუსეთში", - ამბობს ნოდარ მელაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.