ალბათ, ყველას დაგვიჭერენ - ნინია კაკაბაძე
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ფიქრობს, რომ თუ ვახო სანაის საჯაროდ გამოთქმული აზრის გამო იჭერენ, მაშინ ახლა ყველას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მათაც დაიჭერენ.
ალბათ, მეც მომაკითხავენ, დანარჩენებსაც მიაკითხავენ, ყველას ციხეში ჩაგვსვამენ - აცხადებს ნინია კაკაბაძე.
სასამართლომ დაადასტურა, რომ ეტყობა არიან ესენი ***** და ამიტომ, როგორც დამნაშავე, დააკავეს ვახო სანაია. აი ყველაფერი იმისთვის, რომ შალვა პაპუაშვილმა თქვას, რომ მე არ ვარ ****. და ამით ერთადერთი რასაც ამტკიცებს, არის საპირისპირო. კი ბატონო, მივედით აქამდეც, რომ ახლა ალბათ ყველას დაგვიჭერენ - მეც მომაკითხავენ, დანარჩენებსაც მიაკითხავენ, ყველას ციხეში ჩაგვსვამენ", - ამბობს ნინია კაკაბაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.