"მოზარდი მამის სასაფლაოზე გააუპატიურეს" - ნატა ვიბლიანის უმძიმესი საქმის შოკისმომგვრელი დეტალები
"ნატა ვიბლიანი [როცა არასრულწლოვანი იყო] მამის საფლავზე გააუპატიურეს"- განცხადება ემიგრანტი ქალის გამოკითხვის შემდეგ, ადვოკატმა მარიამ ბარსონიძე გააკეთა.
იურისტის თქმით, სასაფლაოს ეპიზოდში ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ფიგურირებს, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემურ გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს.
"მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი, მამის საფლავზე მოხდა. სასაფლაოს ეპიზოდში ფიგურირებს [ბაშიაჩუკ] ჩხვიმიანი"- თქვა ადვოკტმა.
ვაკე-საბურთალოს პოლიციას ჩვენებას ნატა ვიბლიანი უკვე მეორე დღეა აძლევს - ქალი ითხოვს, დადგინდეს მამის სიკვდილის ბუნდოვანი გარემოებები. მას ეჭვი აქვს, რომ მამა სვანეთში ან მოკლეს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
"როგორ გააუპატიურეს 9 წლის ასაკში პირველად და როგორ გრძელდებოდა სექსუალური ძალადობა მთელი 7 წელი" - ამის შესახებ ნატა ვიბლიანმა გამომძიებლებს დღეს უამბო, დაასახელა გვარებიც. ქალი ყვება, რომ ის მხოლოდ ერთ მეზობელს არ გაუუპატიურებია, მისი თქმით, არსებობს ოთხი ადამიანი, ვინც არა ერთ გზის მასზე სექსუალურად იძალადა. იარაღის და ოჯახის დახოცვის მუქარით, სკოლის მოსწავლე შემზარავი ამბის მოყოლასაც კი ვერ ბედავდა.
დაასახელა ის ოთხი პირი, რომლებმაც მასზე იძალადეს სექაუალურად, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ სექსუალური ძალადობა არ გვაქვს. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სექაუალური ძალადობა რომელსაც თან ახლავს არაერთი მუქარა, სიციცხლის მოსპობით, იარაღის თანხმლებით"- აღნიშნა ნატა ვიბლიანის ინტერესების დამცველმა.
ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, უკვე დაკითხეს, თუმცა უცნობია, გამოკითხეს თუ რა გაუპატიურებაში მხილებული სხვა პირები.
ნატა ვიბლიანის ადვოკატი ამბობს, რომ მოზარდი მამის საფლავზე გააუპატიურეს. ემიგრაციაში წასული ქალი ხელს ამ ეპიზოდშიც ბაჩუკი ჩხვიმიანს ადებს.
ემიგრანტი ქალი ამ დრომდე ეძებს შვილს, რომელიც მისი თქმით, 14 წლის ასაკში გააჩინა. ვიბლიანს ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი გაჩენისთანავე ბაჩუკი ჩხვიმიანი ბრძანებით მოკლეს.
ქალი ამბობს, რომ მას მუდმივად უთვალთვალებდნენ, ემუქრებოდნენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, ეს ყველაფერი კი მისივე მტკიცებით, მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკი გადაწყვიტა.
მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით
მსგავსი სიახლეები
"ვახო თავისი ძმის გარდაცვალების დღეს ციხეში გაატარებს და ალბათ რამდენ რამეზე მოუწევს ფიქრი, ზუსტად ისე, როგორც მე ვფიქრობ ჩემს ძმაზე!" - მოსამართლე ცაცუას და
"შარშან, ოქტომბერში ჩემმა ძმამ ვახო სანაია გაასამართლა გზის გადაკეტვის გამო და მან საკანში გაატარა 6 დღე. მეც ის 6 დღე საწოლში ჩავვარდი"