გახდება თუ არა ირანში ავტომობილების რეექსპორტი "ოცნებისთვის" ახალი სკანდალის საფუძველი?

22.07.26 20:36
გახდება თუ არა ირანში ავტომობილების რეექსპორტი "ოცნებისთვის" ახალი სკანდალის საფუძველი?

გახდება თუ არა ირანში ავტომობილების რეექსპორტი "ქართული ოცნებისთვის" ახალი სკანდალის საფუძველი? ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, როგორ გაიზარდა ელვის სისწრაფით ირანში ომის დაწყების შემდეგ მანქანებით ვაჭრობა. გასულ წელთან შედარებით 101 620 პროცენტით ზრდა გვაქვს. ანუ თუ 2025 წელს იანვრიდან ივნისამდე ირანში მხოლოდ 5 მანქანა გავიდა, წელს 1017 -ჯერ მეტი - 5086 ავტომობილი გაიყვანეს.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ სტატისტიკა ნახტომისებურად სწორედ ომის დაწყების შემდეგ იცვლება. იანვარ-თებერვალში თუ ირანში სულ 228 მანქანა გაიგზავნა, მარტიდან მოყოლებული  4000-ზე მეტი ავტომობილი გავიდა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა, როცა ირანთან ვაჭრობას ყველა წყვეტს, საქართველო კი ზრდის- ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

სცენარი ისე ვითარდება, როგორც რუსეთის შემთხვევაში - როცა ომის და სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველო იქცა ერთგვარ შუამავლად. რიცხვები მოწმობს, რამდენად მასშტაბურია ცვლილება - ჯამში წლის პირველ ნახევარში ირანში მხოლოდ ავტომობილებიის რეექსპორტი 89 მლნ დოლარია. ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ირანის ბაზარზე გათვლა არასწორია და ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სექტორი კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგება.

მხოლოდ ივნისში ირანში 44 მლნ დოლარის ავტომობილები გაიყვანეს, ეს იმაზე მეტია ვიდრე ყაზახეთში რეექსპორტი - არადა ყაზახეთი ითვლება რუსეთისთვის ავტომობილების ბაზრის შუამავლად. ეს მასშტაბები კითხვას აჩენს, არის თუ არა ქართულ იოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება ირანთან დაშორების ნაცვლად უფრო დაახლოება?

ირანის გავლენების ზრდა საქართველოში უკვე გამოწვევად იქცა, ამას მოწმობს ამერიკის კონგრესში დამტკიცებული აქტიც. ოპოზიცია ირანის რეჟიმისთვის შექმნილ სასათბურე პირობებზე დიდი ხანია ღიად საუბრობს. ოცნება საფრთხეს ვერ ხედავს. 

ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები