ზესტაფონში ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ზესტაფონში, ორი მსუბუქი მანქანისა და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.