თავშესაფრის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

22.07.26 21:23
თავშესაფრის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

თბილისში მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრები მოსახლეობა 1 კვირაზე მეტია, დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. გახოკიძის 60 ნომერში მცხოვრები ადამიანები სასწრაფოდ წყლის სისტემის შეკეთებას ითოხოვენ. დაზიანებული ქსელი პრობლემას მთელს კორპუსს უქმნის, კედლები სველდება და ცხოვრება აქ გაუსაძლისი ხდება. ხალხი, ვინც მერიის ბალანსზე არსებულ კორპუსებში ცხოვრობს, ამბობს, რომ ყოველდღე თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორთან გოჩა მინდიაშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ,თუმცა მინდიაშვილი მათ  ზარებს არ პასუხობს. 

სოციალური სამსახური, რომელსაც ამ მისამართზე მყოფი ბენეფიციარების დახმარება ევალება, პასუხისმგებლობების თავიდან ირიდებს. ხალხს ეუბნებიან, რომ გაყვანილობის პრობლემა, რომელიც კორპუსს აზიანებს, მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორმა უნდა მოაგვაროს. 

მას შემდეგ რაც ადგილზე "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი მივიდა, პრობლემით მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელი დაინტერესდა ამბობს, რომ გაფუჭებული გაყვანილობა  სერიოზულ საფრთხეს არ ქმნის და მალე გააკეთებენ. 

ანი ჩუბინიძე დეტალებით