"ვახო თავისი ძმის გარდაცვალების დღეს ციხეში გაატარებს და ალბათ რამდენ რამეზე მოუწევს ფიქრი, ზუსტად ისე, როგორც მე ვფიქრობ ჩემს ძმაზე!" - მოსამართლე ცაცუას და

22.07.26 21:53
"ვახო თავისი ძმის გარდაცვალების დღეს ციხეში გაატარებს და ალბათ რამდენ რამეზე მოუწევს ფიქრი, ზუსტად ისე, როგორც მე ვფიქრობ ჩემს ძმაზე!" - მოსამართლე ცაცუას და

"ვახო თავისი ძმის გარდაცვალების დღეს ციხეში გაატარებს და ალბათ რამდენ რამეზე მოუწევს ფიქრი, ზუსტად ისე, როგორც მე ვფიქრობ ჩემს ძმაზე!" - ამის შესახებ მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და, ელენე ცაცუა სოციალურ ქსელში წერს

ელენე ცაცუა პოსტში იხსენებს, გასული წლის ოქტომბერში, როგორ გაასამართლა მისმა ძმამ ვახო სანაია გზის გადაკეტვისთვის და 6 დღით პატიმრობაში გაუშვა - "მეც ის 6 დღე საწოლში ჩავვარდი". 

ახლა გადავამოწმე. 2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია, ვახო სანაიას ძმა მოკლეს.

მაშინ სტუდენტები ვიყავით მეც და ჩემი ძმაც. შარშან, ოქტომბერში ჩემმა ძმამ ვახო სანაია გაასამართლა გზის გადაკეტვის გამო და მან საკანში გაატარა 6 დღე. 

მეც ის 6 დღე საწოლში ჩავვარდი (არ მინდა არავის თანაგრძნობა მერე რომ არ თქვათ მსხვერპლად მოგაქვს თავიო).

ხშირად ვფიქრობ ამ პროცესზე. პრინციპში ხშირად კი არა, ფიქრი არ წყდება. სად წავიდა ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა?! სად წავიდა საერთო ღირებულებები რაც ყველას გვაერთიანებდა აქამდე? ადამიანობა? გაქრა? აბა, მაშ ვინ დავრჩით? 

ვახო თავისი ძმის გარდაცვალების დღეს ციხეში გაატარებს და ალბათ რამდენ რამეზე მოუწევს ფიქრი, ზუსტად ისე, როგორც მე ვფიქრობ ჩემს ძმაზე!" - წერს ელენე ცაცუა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.