"საბაბია რის გამოც ვახო სანაია დააპატიმრეს, მიზეზი მისი განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებაა" - დათო ტურაშვილი

22.07.26 21:58
"საბაბია რის გამოც ვახო სანაია დააპატიმრეს, მიზეზი მისი განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებაა" - დათო ტურაშვილი

"საბაბია რის გამოც ვახო სანაია დააპატიმრეს, მიზეზი მისი განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებაა" - ამის შესახებ მწერალმა, დათო ტურაშვილმა განაცხადა, 

მისი თქმით, ვახო სანაიას დაკავების მიზანი არის, რომ "რაც შეიძლება ნაკლები იყოს კრიტიკული აზრი". დათო ტურაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დიდი შეცდომაა და "არ მეტყველებს ხელისუფლების გონიერებაზე". 

... ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რომელიმე მწერალი და რომელიმე პოეტი, რომელიმე ხელისუფლების მომხრე იყოს, პირიქით, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად, რაც ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ეს არის კრიტიკა სინამდვილეში. ხელისუფლებაში როცა ჭკვიანი ხალხი მოხვდება ხოლმე ისინი ხვდებიან ამას, მაგრამ როცა ვერ ხვდებიან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეზიზღებათ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, პოეტები, მწერლები. 

ვახო სანაიას შემთხვევა, მე მგონია, რომ საბაბია რის გამოც ის დააპატიმრეს და მიზეზი, რა თქმა უნდა არის მისი განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. 

მიზანი ყველგან არის რამდენიმე და ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, როცა მიზეზი არის კრიტიკული განსხვავებული აზრი, მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს კრიტიკული აზრი. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შეცდომაა, ეს რა თქმა უნდა, არ მეტყველებს ხელისუფლების გონიერებაზე," - განაცხადა დავით ტურაშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.