ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

22.07.26 23:23
ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ონისე ოქრიაშვილს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩხეიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს

არსებული ინფორმაციით, კომიკოსს სამი ადამიანი დაუპირისპირდა. ის ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავთ. 

ამ წუთას ონისე ოქრიაშვილს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და გაუსწორდნენ. ეს არის კრიმინალური რეჟიმის, კრიმინალური, პროპაგანდისტული მანქანის შედეგი. ამ გზით რეჟიმი საქართველოში ამყარებს კრიმინალურ ზონას, ახდენს საზოგადოების კრიმინალიზაციას. წარმოუდგენელია, ამ პირობებში, რომ საქართველოში ვინ,მეს შვილი იყოს დაცული. სრული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება თითოეულ ადამიანს, რომელიც დგას ამ რეჟიმის სამსახურში. ამ პროპაგანდისტული მანქანის სამსახურში. 

მე გუშინწინ ჩავწერე ვიდეო, რომ რეჟიმი ძალით აძევებს ახალგაზრდობას ქვეყნიდან. ვინც არ ხდება კრიმინალი, ვინც არ შინდება და ვინც არ ხდება მისი იარაღი საქართველოს წინააღმდეგ, მისი მომავლის წინაარმდეგ. 

დროა გამოვფხიზლდეთ. დროა ეს ქვეყანა ვიხსნათ ამ კრიმინალებისგან. ისინი არიან კრიმინალები, ბარბაროსები. 

მხარდაჭერა ონისეს," - ამბობს ვიდეო მიმართვაში დავით ჩხეიძე. 

მსგავსი სიახლეები