შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში "პირველებს" განუცხადეს.
ცნობისთვის, ონისე ოქრიაშვილს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს, სავარაუდოდ, სამი პირი დაესხა. იუმორისტი და სამოქალაქო აქტივისტი ამ დროისთვის ხეჩენაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ გვითხრა, ონისე ოქრიაშვილს ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.