კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შანიძის ქუჩაზე, სადაც ერთი ადამიანი მოკლეს და სამი დაჭრეს

23.07.26 09:59
კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შანიძის ქუჩაზე, სადაც ერთი ადამიანი მოკლეს და სამი დაჭრეს

შანიძის ქუჩაზე, სადაც ერთი ადამინი მოკლეს და სამი დაჭრეს, საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. ქუჩა ამ დროისათვის ისევ კრიმინალისტებს აქვთ გადაკეტილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით თბილისის ცენტრში 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი, არასრუწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პირი, რომელმა ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, დაკავებულია. 

 

მსგავსი სიახლეები