პროტესტი ახალქალაქში - მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

23.07.26 10:09
პროტესტი ახალქალაქში - მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

პროტესტი ახალქალაქში - ადგილობრივებმა ახალქალაქი–ყარსის საერთაშორისო გზის გადაკეტვა სცადეს. დაახლოებით 80-მა მცხოვრებმა გზის დაუყოვნებლივი რეაბილიტაცია მოითხოვა. მათი თქმით, წლებია აღნიშნული გზა ავტომობილებისთვის პრაქტიკულად გაუვალია, თუმცა მათი ხმა ხელისუფლებას დღემდე არ ესმის.

აქციის ადგილზე ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი მივიდა. მისი განცხადებით, მანამდე შერჩეულ სამ კომპანიას სამუშაოები უხარისხოდ შესრულების გამო შეუჩერდა, გამოცხადებულია ახალი ტენდერი და რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, წელს დაიწყება. თუმცა სამუშაოების დასრულების კონკრეტული ვადები მერმა ვერ დაასახელა.

მერთან შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ გზა აღარ გადაკეტა, თუმცა მალევე მერიის მიერ გაგზავნილმა გრეიდერმა ორმოების გასწორება დაიწყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს და გზის სრულ რეაბილიტაციას კვლავ ითხოვენ.