ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის კომენტარი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაზე

23.07.26 10:42
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის კომენტარი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაზე

ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას  ეხმაურება.

„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი,“ - წერს ნოდარ თოფურიძე.

კომიკოსს ონისე ოქრიაშვილს,  რომლის შესახებაც პროსახელისუფლებო მედიები ნეგატიურ სიუჟეტებს ამზადებდნენ, ვაკეში, საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს სამი პირი ფიზიკურად გუშინ გაუსწორდა. 

 შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გუსლიხსმობს.

ადგილზე თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ონისეს ეუბნება: „ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო“.

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა  პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

მსგავსი სიახლეები