Freedom House: ვახო სანაიას დაპატიმრება მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
Freedom House ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის გამოტანილი ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის განაჩენით შეშფოთებულია.
- საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკის შემცველი ფეისბუკ-პოსტის გამო სანაიას დაპატიმრებას აფასებს მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევად.
"ჩვენ აღშფოთებულნი ვართ დღეს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებული ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო. სანაიას დაპატიმრება ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც საქართველოს მმართელ პარტიას აკრიტიკებდა, მისი გამოხატყვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა და მთავრობის მიერ კრიტიკოსების გაჩუმების შემაშფოთებელი მცდელობის სერიის უკანასკნელი მაგალითია. მოვითხოვთ სანაიას დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას,"- წერს ორგანიზაცია.