შსს: დაკავებულია კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა

23.07.26 11:14
შსს: დაკავებულია კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა

კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დაკავებულია. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, დაპირისპირებისას ასევე დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაპირისპირებისას ასევე დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ხოლო, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები