თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე - დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი

23.07.26 11:21
თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე - დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი

დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც ონისე ოქრიაშილზე ფიზიკურად იძალადა. ინფორმაცია "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების განცხადებით, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე კი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება," - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.  როგორც კომიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი ჰყვება, მასზე ფიზიკურად სამი პირი ძალადობდა. ამასთან, თავდასხმის კადრებში ჩანს, რომ ონისე ოქრიაშვილს სამი ადამიანი ურტყამს. 

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო".

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

მსგავსი სიახლეები