თბილისის საქალაქო სასამართლოში იოსებ სიგუას პროცესი მიმდინარეობს

23.07.26 11:34
თბილისის საქალაქო სასამართლოში იოსებ სიგუას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის ექს-მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას პროცესი მიმდინარეობს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის­ დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს მისი ცოლი, სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ, მოწმეები დაიკითხებიან. ამასთან, იოსებ სიგუა და მისი წარმომადგენლები კვლავ შემაკავებელი ორდერის კანონიერებაზე დავობენ.

იოსებ სიგუას სასამართლო პროცესი კვლავ დახურულია. 

რა ვიცით ძალადობის საქმეზე? 

4 ივლისს  სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.

საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

მსგავსი სიახლეები