ვახო სანაიას დაკავება კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია "ოცნების" ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან - WORLD LIBERTY CONGRESS
კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯი "ქართული ოცნების" ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან, - ასე ეხმაურება მსოფლიო თავისუფლების კონგრესი ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვებას.
ორგანიზაციის თქმით, "ოცნების" მიზანს კრიტიკოსებს და ჟურნალისტების დადუმება და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციაა.
ქართველ ჟურნალისტს, ვახო სანაიას ფეისბუქის პოსტის გამო 14 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ეს არის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯი "ქართული ოცნების" ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის გზაზე. ასე გამოიყურება ავტორიტარული რეჟიმის სამოქმედო გეგმა: ჟურნალისტების დაპატიმრება, კრიტიკოსების დადუმება, სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაცია და კანონის იარაღად გამოყენება თავისუფლების წინააღმდეგ. მსოფლიო უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს ჟურნალისტებსა და ყველას, ვინც დემოკრატიას იცავს, - წერს მსოფლიო თავისუფლების კონგრესი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.