სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის პროცესი მიმდინარეობს

23.07.26 12:32
სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ამასთან, გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

პროცესი სასამართლოში დახურულ რეჟიმში ტარდება.

ჩიხლაძის ადვოკატი, შოთა კახიძე აცხადებს, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს.

ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

სუს-ი ამბობს, რომ ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორმაგი ჯაუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გულბაათ რცხილაძეც 30 მაისს დააკავა.